შპალერი ს ჩვ.წ.აღ-მდე 200 წელს გამოიგონეს ჩინელებმა. ამ დროს მათ ისწავლეს ბრინჯისაგან ქაღალდის დამზადება და შპალერად კედელზე გაკვრა.  ჩინელმა ოსტატებმა ქაღალდისა და შპალერის  საიდუმლო თითქმის 1500 წლის განმავლობაში შეინახეს.
ქაღალდის დამზადების და შესაბამისად, შპალერი საიდუმლო მე–6 საუკუნეში იაპონელებმა, შედეგ კი არაბებმაც გაიგეს. მე-8 საუკუნეში ევროპაშიც დაიწყეს ქაღალდის შპალერის დამზადება. ჩინური მოხატული შპალერი იმ დროს დიდად ფასობდა.
მასიურად ქაღალდის  შპალერი შედარებით გვიან გავრცელდა. კედელზე ძირითადად ტყავის შპალერს ან ქსოვილს შპალერს აკრავდნენ.  საზოგადოდ, ნებისმიერი მასალის შპალერი ფუფუნებას წარმოადგენდა, ამიტომ მხოლოდ შემოსასვლელებში აკრავდნენ. წარჩინებულების ოთახის კედლებს ძვირფასი აბრეშუმის შპალერები ამშვენებდა; რანგით დაბლა მდგომთა კი ტილოსშპალერები.
მდიდარი ევროპელები მხატვრებს მოხატული ქაღალდის შპალერსაც  უკვეთავდნენ. მე-18 საუკუნეში, დასავლეთ ევროპაში ძალზე პოპულარული იყო ე.წ ყალბი აბრეშუმის შპალერი – ქაღალდის გრუნტიან ზედაპირზე აბრეშუმის ძაფებს ყრიდნენ, გრუნტი შრებოდა და ძაფები ეწებებოდა. ამგვარად დამზადებული შპალერი,  აბრეშუმის  შპალერის სრულ ილუზიას ქმნიდა. სწორედ ასეთი შპალერია ვერსალსა და კარდინალ რიშელიეს ციხე-სიმაგრეში.