გიორგი
ელიავა - ქართველი მიკრობიოლოგი
გიორგი ელიავა
- Giorgi Eliava
ცნობილი ქართველი
მიკრობიოლოგი გიორგი
ელიავასწავლობდა ჟენევის
უნივერსიტეტში (1912-1914 წწ.).
1916 წელს დაამთავრა მოსკოვის
უნივერსიტეტის სამედიცინო
ფაკულტეტი. ამავე
წელს დაინიშნა კავკასიის
ფრონტის ქ. ტრაპიზონის
ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიის
გამგედ. 1917 წელს
განაგებდა საქალაქთაშორისო
კავშირის თბილისის
ცენტრალურ ბაქტერიოლოგიურ
ლაბორატორიას.
ახალგაზრდა
ქართველმა მეცნიერმა
უნიკალური ვირუსი
აღმოაჩინა. ეს
უცნაური, თვალით
უხილავი არსება
საოცრად სიცოცხლის
და ბრძოლისუნარიანი
გამოდგა; მიკრობულ
უჯრედში შეღწევისას
ისეთი გამალებით
იწყებდა გამრავლებას,
რომ მალე ამ
მიკრობისაგან აღარაფერი
რჩებოდა.
მან ჯერ
არ იცოდა, რომ
პარიზში, პასტერის
ინსტიტუტში მოღვაწე
კანადელ ბაქტერიოლოგ
ფელიქს დერელს
ბაქტერიოფაგის ფენომენი
უკვე აღმოჩენილი
ჰქონდა და
სწორედ მან
ჩაუყარა საფუძველი
ბაქტერიოფაგის სამედიცინო
პრაქტიკაში გამოყენებას.
კანადელმა ბაქტერიოლოგმა
მეცნიერული ახსნა
მოუძებნა სპონტანური
ლიზისის ფენომენს.
დიზენტერიით დაავადებული
ადამიანებიდან გამოყოფილ
შიგელებზე დაკვირვების
საფუძველზე მან
დაასკვნა, რომ
ბაქტერიების ლიზისი
განპირობებული იყო
უჩინარი ანტიბაქტერიული
აგენტით, რომელიც
ბაქტერიის ვირუსი
უნდა ყოფილიყო და
მას ბაქტერიის მშთანთქმელი
ანუ “ბაქტერიოფაგი”
დაარქვა.
ამ ახლადაღმოჩენილი
“სასწაულის” საფუძვლიანი
შესწავლის (და
მომავლაში მისი
გამოყენების) მიზნით, გიორგი
ელიავა პარიზში
გაემგზავრა, სადაც
1918-21 და შემდგომ 1925-27 წლებში
მუშაობდა პარიზის
პასტერის ინსტიტუტში. Read
the rest of this entry »
..
..
здравия желаем
ReplyDelete